მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი შეიცვალოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შესაძლოა შეიცვალოს. თემა გუშინ პარლამენტში გახდა აქტუალური... დეპუტატებს როგორც ოპოზიციიდან ისე მმართველი გუნდიდან

მაუწყებლის დაფინანსების წესზე კითხვები აქვთ. როგორც ცნობილია, 2009 წელს „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა წინა წლის მშპ-ს არანაკლებ 0,12%-ის ოდენობით განისაზღვრა, აღნიშნული ცვლილებით მაუწყებლის ბიუჯეტი 2010 წელს 11,8 მილიონი ლარით გაიზარდა. 2014 წლიდან კი ეს ნორმატივი მშპ-ს 0,14% გახდა. პარლამენტში დარეგისტრირებულია დეპუტატ რომან გოცირიძის კანონპროექტიც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები