მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში - ევროსაბჭოს პრეზიდენტი

60ffecc0f1df9
ინგა მურუსიძე
27.07.21 15:24
829
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოშია. ის დილიდან შეხვედრებს მართავს. რიკ დემსი უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას და საპარლამენტო ოპოზიციას, დაგეგმილია სხვა უმაღლესი დონის შეხვედრებიც.

რიკ დემსიმ დღის განმავლობაში შეხვედრების დასრულების შემდეგ განცხადებებიც გააკეთა. მან ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო იმყოფება გზაზე, რომ გახდეს პანევროპული საზოგადოების წევრი. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რიკ დემსიმ.

მან ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, საქართველო გეგმავს არა არჩევნების ჩატარებას, არამედ რეფერენდუმის მსგავსი რაღაცის ჩატარებას, რაც არსად უნახავს.

„რაღაც ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები