მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების დაწესებას არ ვგეგმავთ - ღარიბაშვილი

610feb3e152df
ინგა მურუსიძე
08.08.21 18:32
1751
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხვალ გაიმართება უწყებათშორისი საბჭო, რომელზეც ფესტივალებსა და ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე იმსჯელებენ.

“შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არის პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა... ძალიან გთხოვთ ხვალამდე მოგვეცით დრო“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები