მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა აუდიტორთა სერტიფიცირება და რეგულირება - "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებები შედის

პრლამენტის სხდომა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, კანონპროექტით განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: მარწმუნებელი საქმიანობა და საკონსულტაციო საქმიანობა; კონკრეტდება შიდა აუდიტის სტანდარტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ; ხდება შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამისა და შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარების გათვალისწინება. ასევე, რეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების საკითხი, რომლის დანერგვაც კანონის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება. აღნიშნული ცლილებების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სამინისტროებში, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის მერიებში განხორციელებული შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებების შედეგად გამოკვეთილი გაუმჯობესების შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროებს კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგებას.

ცვლილებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი და დარეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგადი, თეზისური საკითხები,  საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მექანიზმი და ა. შ.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას. პროექტის მიღების შემდეგ დაზუსტდება, რომ ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს შიდა აუდიტის სუბიექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები