მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

სდფდ

მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ.

წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც.

გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები