მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოლცი ევროკავშირის რეფორმირებისა და გაფართოების მოწოდებით გამოდის

645babcc90f52
მარიამ ვარადაშვილი
10.05.23 18:41
1179
ევროპის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპარლამენტში გამოსვლისას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის გაფართოებისა და რეფორმირების მოწოდებით გამოვიდა.

“ევროპას სჭირდება ცვლილება”,-თქვა შოლცმა. ამას გარდა, გერმანიის კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით თქვა, რომ მსოფლიო მულტიპოლარული გახდა და ევროპამ უნდა ითანამშრომლობს ამ ძალებთან. შოლცის განცხადებით, ისინი, ვინც ევროპის, როგორც გლობალური ძალის ნოსტალიგია აქვთ, წარსულში არიან ჩარჩენილები. ცოტა ხნის წინ, სწორედ ემანუელ მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, ევროპის როგორც გლობალურ ძალად ქცევის შესახებ.

გერმანიის კანცლერმა ევროპის მთავარ მოკავშირედ აშშ დაასახელა და თქვა, რომ ურთიერთობა გაძლიერდება, თუ ევროპა ინვესტირებას მოახდენს უსაფრთხოებაში, თავდაცვასა და ტექნოლოგიურ სუვერენიტეტში.

ევროპის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები