მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შოთი“ ახალ ფილიალს ხსნის

6409cdc6d65a9
ნანუკა ნარიმანიძე
12.03.23 10:00
2968
ერთ კვირაში „სთრით ფუდის“ კვების ობიექტი „შოთი“ ახალ ფილიალს ხსნის - ამის შესახებ „შოთის“ დამფუძნებელმა ალუდა არაბულმა Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვემზადებით აქტიური მუშაობისთვის, ერთ კვირაში ახალი ფილიალიდანაც ვუმასპინძლებთ მომხმარებელს“, - ამბობს ის.

მისი თქმით, ახალი ფილიალი საბურთალოზე გაიხსნება.

„გვყავს მუდმივი მომხმარებელი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი პროდუქტი. "ორბელიანის ბაზარში" მოსვლის და მიწოდების სერვისით სარგებლობის შემდეგ, გაიზარდა ჩვენი სტუმრის რაოდენობა, როგორც ადგილობრივის ასევე უცხოელის. აღსანიშნავია და გვახარებს ის ფაქტი, რომ მათგან მიღებული შეფასება ძალიან კარგია. შოთის სენდვიჩების სახით, მათ ქართული სამზარეულოს "ქუჩის კვების" ეს ვერსია უფრო მოეწონათ”, - დასძინა არაბულმა.

დამფუძნებლის თქმით, 2022 წელი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა, იყო გამოწვევებიც.

„ურთულესი პანდემიური წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, არასტაბილური ბაზარი, გასტროსფეროში არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბევრი ფაქტორი და ა.შ, მიუხედავად ამისა, შეცდომების ხარჯზე ბევრი რამ ვისწავლეთ და დიდი გამოცდილება შევიძინეთ“, - განმარტავს ის.

Bm.ge-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრისას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არაქართველ სტუმრებზე გასვლამ და მათმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მოანდომა კომპანიას უცხოურ ბაზარზე ოპერირება.

„კომპანიის დაარსების დღიდან, გარდა საქართველოს ბაზრისა, ჩვენთვის პრიორიტეტი კიევი იყო, სამწუხაროდ, ომის გამო შეჩერება მოგვიწია. ამის მიუხედავად, აქტიურად ვფიქრობთ ექსპორტზე გასვლას, განიხილება მხოლოდ ევროპის ქვეყნები“, - ამბობს ის

ცნობისთვის, „შოთი“ მომხმარებელს ქართული ენდემური ჯიშის ხორბლით, წითელი დოლით და ლომთაგორათი გამომცხვარი შოთის პურის სენდვიჩებს სთავაზობს. კომპანია ამ დროისთვის 18 ადამიანს ასაქმებს, ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ იგეგმება გუნდის გაზრდაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები