მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

სტიქია რაჭაში

მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, ხოლო 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები