მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომითი მიგრაციის მიზნით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა

61a61a0651180
BM.GE
30.11.21 16:31
751
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფრომდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ“ შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის დროებითი ლეგალური დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტების, კერძოდ საიმპლემენტაციო პროცედურების მომზადებაა.

"აღნიშნულ თემაზე მუშაობის პერიოდში მხარეებს შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.

დოკუმენტს ხელი ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ბულგარეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლაზარ ლაზაროვმა მოაწერეს"- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები