მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი“ - რა როლი აქვს საქართველოს?

BM.GE
20.04.23 16:43
171
ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ასეთი ოპტიმისტურ გათვლას ყაზახეთის პრემიერი აკეთებს. ალიხან სმილოვი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის მეტად განვითარებას ცდილობს. „გასულ წელს ამ მარშრუტით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაორმაგდა და 1,7 მლნ ტონას მიაღწია.

ამავდროულად, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან გაფორმებული საგზაო რუქების განხორციელების წყალობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება, ხოლო 2025 წლამდე მარშრუტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს“ - განაცხადა ალიხან სმილოვმა.

დერეფანში ახალი ტვირთის მოზიდვის კუთხით ყაზახეთის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ თვის დასაწყისში საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა და დერეფანში ერთიანი სატარიფო პოლიტიკისა და ერთიანი ხედვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ალიევი ყაზახეთსაც სტუმრობდა და შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ამოქმედებისთვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურების გაერთიანების სერიოზული სამუშაოების დაწყება დააანონსა. 


რა ხდება დღეს შუა დერეფანში და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ხედვა და სატარიფო პოლიტიკა - ვინ არის პოლიტიკის განმსაზღვრელი?

სტუმარი: ირაკლი ცანკაშვილი - Logistics Solutions-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები