მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი კავკასიისთვის შესაძლებლობების ფანჯარაა - არჩილ გაჩეჩილაძე

63d77ee94b42e
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 12:30
504
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა "Forbes კვირის" ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გავლენა მოახდინა ცენტრალური აზიის ლოგისტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის შესაძლებლობების ფანჯარას ქმნის.

ამასთან, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ უკანასკნელ პერიოდში დაანონსებული მსხვილი პროექტების განხორციელებას მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა და ნაკლები ბიუროკრატია ესაჭიროება.

“ვინაიდან რუსეთი არის მძიმედ სანქცირებული, შუა აზიის ქვეყნებისთვის სამხრეთ კავკასიის კორიდორი გახდა უფრო მნიშვნელოვანი, რაც ნიშნავს შესაძლებლობების საოცარ ფანჯარას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსთვის. ჩვენზე და ქვეყანაზე არის დამოკიდებული, რომ ამ შესაძლებლობის ათვისება მოხდეს. არაერთი დიდი პროექტი დაანონსდა. ერთადერთი, რასაც ვშიშობ, არის ის, რომ ამ პროექტებს სჭირდება დიდი ვადა და ვფიქრობთ, როგორ შევუწყოთ ხელი ამ დიდ პროექტებს კერძო სექტორმა, რომ მათი განხორციელება სწრაფად დაიწყოს. გვჭირდება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ხელშეწყობა ამ კუთხით,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები