მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი“ მოთხოვნადია, მაგრამ არა იმდენად, რომ EU-მ პრინციპებზე თვალი დახუჭოს - ფხალაძე

64874afd72e3c
თელარა გელანტია
13.06.23 09:30
846
„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის" უფროსი მკვლევარის და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის თენგიზ ფხალაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით ევროკავშირს არ აძლევს საშუალებას, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხიდ განაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სურვილი, საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ძალიან დიდია, მაგრამ პარტნიორებს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. იმას კი არ გვეუბნებიან უკვე, რომ რაღაც გააკეთეთ, არამედ - მეტს ნურაფერს გააფუჭებთო...

არ შეიძლება გინდოდეს კლუბში გაწევრიანება და თან იმ კლუბს ბრალს დებდე დესტაბილიზაციაში, შეთქმულების თეორიებს ავითარებდე და ა.შ. დრო ჯერ კიდევ არის; ყველაფერი გათვალისწინებულია - ქართველი ხალხის სურვილი, კონტრიბუცია, მაგრამ <ევროკავშირს> ხელჩასაჭიდი უნდა მივცეთ. თუ მოვინდომებთ, წლის ბოლომდე, შეუძლებელი არაფერია, თუ არ მოვინდომებთ... იცით, რა არის - ჩვენ ხანდახან გადაჭარბებულად ვაფასებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მოცემულობას.

გასაგებია, რომ „შუა დერეფანი“ ახლა ძალიან მაღალმოთხოვნადია, მაგრამ არც იმდენად მაღალმოთხოვნადი, რომ ევროკავშირმა საკუთარ პრინციპებზე თვალი დახუჭოს, ამიტომ ძალიანაც ნუ შევაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები“, - თქვა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე აზრით, „საქართველოს განვითარებისთვის ეროვნულ ინტერესებზე კონცენტრაცია სჭირდება“. „დღეს ყველაფერს სხვა პერსპექტივიდან ვუყურებთ - ხან - პარტიული, ხან - პირადი“, - თქვა თენგიზ ფხალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები