მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

649d61d346701
გიორგი თოლორდავა
29.06.23 15:05
562
შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და განაკვეთის მოცულობამ 3.75% შეადგინა.

განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ბოლო მონაცემებით, შვედეთში ინფლაციის დონე 7.5%-ს შეადგენს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა არ დაფიქსირებულა.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, სანამ ინფლაციის პრობლემა სრულად არ დაიძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები