მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი რუსეთში საქმიანობას წყვეტს

64c107164e09d
გიორგი თოლორდავა
27.07.23 00:35
437
შვეიცარიული კერძო ბანკი Julius Baer-ი რუსეთის ფედერაციაში საქმიანობას საბოლოოდ წყვეტს. ბანკის ხელმძღვანელობამ რუსეთის მოქალაქეებს უკვე გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად, მათი ანგარიშები უახლოეს მომავალში დაიხურება.

განცხადების თანახმად, ბანკი რუსეთში ოპერირებას მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს. შეზღუდვა ვრცელდება როგორც კერძო კლიენტებზე, ასევე კომპანიებსა და ორგანიზაციებზე.

შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის სანქციებთან, რაც სულ უფრო მეტად ართულებს რუსეთში ოპერირებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის სერვისის გაწევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები