მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია

შვეიცარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიასა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ეს ინფორმაცია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში წერია, რომ უკრაინის ოკუპირებულ და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მოქალაქეები შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით ვეღარ შეძლებენ. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით  2008 წლის 26 აგვისტოდან გაცემულ დოკუმენტებზე იმოქმედებს შეზღუდვა.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მიიღო. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ რუსეთმა 2008 წელს ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა შვეიცარია მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები