მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიცოცხლის დაზღვევა - თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

61277aae6a357
BM.GE
26.08.21 15:44
1127

თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს ახალ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით გამოიკვეთა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გაუთვალისწინებელი შემთვევებისათვის მზადყოფნას.

სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სიცოცხლის ინდივიდუალური ან საოჯახო დაზღვევა და ამ გზით, საყვარელი ადამიანებისათვის ფინანსური სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელობან დროს უზრუნველყონ.

სადაზღვევო პროდუქტი ადამიანის ბუნებრივი მიზეზით, ან უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურების გაცემას გულისხმობს. თანხა გადაეცემა დაზღვეულის მიერ წინასწარ დასახელებულ მოსარგებლეს.

მნიშვნელოვანია, რომ დაფარვა ასევე ითვალისწინებს ფინანასურ კომპენსაციას უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული დროებითი სრული შრომისუუნარობისას.

სიცოცხლის დაზღვევის შეძენა 20-დან 53-წლამდე ადამიანებს შეუძლიათ. დაზღვევის ღირებულება კი ინდივიდუალურად გამოითვლება და დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შერჩეულ სადაზღვევო ლიმიტზე.

მინიმალური სადაზღვევო ლიმიტი, ანუ ასანაზღურებელი თანხის ოდენობა 50,000 ლარია, მაქსიმალური - 250,000 ლარი. მეტი

 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები