მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2024 წლისთვის გადავადდა - ინვესტიცია $36 მლნ-ია

642fee82c8a13
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.23 09:20
1791
სიღნაღში, ქართული ბრენდის, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბოდბე" გახსნის თარიღი 2024 წლისთვის გადავადდა.

როგორც BM.GE-ს პროექტის მმართველ ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, აღნიშნული სასტუმროს გახსნა მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

„პროექტის გახსნა პანდემიიდან გამოწვეული გარემო პირობებით შეფერხდა“ - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.



ამასთან, გახსნის თარიღის გადაწევამ სასტუმროს საინვესტიციო ღირებულებად დააკორექტირა. ფონდის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მისი საინვესტიციო მოცულობა 36 მლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ სიღნაღში დაგეგმილი სასტუმროს პროექტის თავდაპირველი ღირებულება 22 მლნ დოლარი იყო, 2022 წლისთვის ეს თანხა 27 მლნ დოლარამდე გაიზარდა, წელს კი 36 მლნ დოლარმდე. რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება ჯამში 14 მლნ დოლარითაა მომატებული.

ცნობილია, რომ 130-ნომრიან სასტუმრო სპა და ფიტნეს ცენტრებს, ღია და გარე აუზებს, ღვინის ბარს, მარანს, მაღალი კლასის რესტორანს, ლაუნჯ ბარს 360 გრადუსიანი ხედით და დიდ საკონფერენციო დარბაზს გააერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები