მარეგულირებლის ინფორმაციით, წლის დასაწყისში ბანკი 110 მილიარდი დოლარის აქტივებს და $88 მილიარდის დეპოზიტებს აკონტროლებდა, ამჟამად მისი პორტფელის ზუსტი მოცულობა კი რთული შესაფასებელია.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბანკი გაკოტრებულია, თუმცა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნება შემცირებული, რასაც აშშ-ის მთავრობა უშუალოდ უზრუნველყოფს.
Signature Bank-ის კოლაფსი პირდაპირ კავშირშია SVB-ის გაკოტრებასთან და ბირჟაზე კრიპტოაქტივების გაუფასურებასთან. Signature-ის პორტფელის თითქმის მეოთხედი ციფრული აქტივები იყო, SVB-ის გაკოტრების ფონზე კი, ინვესტორებმა Signature-დან დეპოზიტების სწრაფად გატანა დაიწყეს, ბანკი კი, საბოლოო ჯამში, ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
2001 წელს დაფუძნებული Signature Bank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელს 23 მილიარდ დოლარს აღწევდა, ამჟამად კი ბირჟაზე მისი აქციების ღირებულება 85%-ითაა შემცირებული.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.