მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილამაზის სალონი "პლიევის სტუდია": ორ წელში ფასები 15-20%-ით გაიზარდა

61f943ed7cca2
ლიკა გურაბანიძე
01.02.22 22:44
955

სილამაზის სალონ “პლიევის სტუდიაში” 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. ხოლო, 2020 წელს, როდესაც სექტორი სამი თვის განმავლობაში ლოქდაუნის გამო დახურული იყო, 2019 წელთან შედარებით, გაყიდვების 50%-იანი კლება ჰქონდათ.
სალონის დამფუძნებელი ნიკა პლიევი ამბობს, რომ გასული ორი წელია, რაც კრიზისთან გამკლავება მუდმივად უწევთ. პრობლემებს საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირებული ნედლეულის ფასებიც ემატება.

“ბოლო ორ წელში ჩემს სალონში ფასები 15-20%-ით გაიზარდა, მიზეზი კი საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულზე 50%-ით მომატებული ფასია. ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ, მაგრამ ასეთ ვითარებაში ეს ძალიან რთულია. პროდუქციას ამერიკიდან, ან ევროპიდან ვიღებთ და ვალუტებს შორის სხვაობა ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს.

ურთულესი პერიოდი გადავიტანეთ და პანდემიამ სექტორი იმდენად დააზარალა, რომ ბევრი სალონი ბაზრიდან გაქრა. ყველაზე რთული პირველი ლოქდაუნი აღმოჩნდა, მაშინ არ ვიცოდით როგორ უნდა გვემოქმედა.” - განმარტა პლიევმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები