მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქ დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტები

BM.GE
19.06.23 11:10
191
სილქ დეველოპენტმა“ საქართველოს ზღვისპირეთში საცხოვრებელი ბინების პირველ პროექტი „ბოტანიკოს“ მშენებლობა დაასრულა. კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 80 ბინაა განთავსებული. 1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს.

„ბოტანიკოს“ გარდა კომპანიას არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა შორის არის მიმდინარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“თბილისში. ასევე სავარაუდოდ მიმდინარე წელს ბათუმში კომპანია, „სილქ თაუერსის“ პროექტს დაიწყებს. როგორც კომპანიის ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტი 6 ჰა ტერიტორიაზე 5 კოშკის, 2 ჰა-ზე პარკინგის და 1 ჰა-ზე იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია $300-350 მლნ-მდეა, მისი განხორციელება კი 5-7-წლიან პერიოდშია შესაძლებელი.

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - "სილქ დეველოპმენტის" ბიზნესდეველოპმენტის დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები