მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქნეტის“ ევრობონდებზე ინტერესის 40% დიდ ბრიტანეთზე, 20%- აშშ-ზე, 40% - სხვა ქვეყნებზე მოდის

61fa8fef59417
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.22 19:50
978
„სილქნეტის“ 300 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდებზე ინტერესის 40% დიდ ბრიტანეთზე, 20%- აშშ-ზე, 40% - შვეიცარიაზე, ევროპის ქვეყნებსა და საქართველოზე მოდის. ამის შესახებ „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. 

აღსანიშნია, რომ "სილქნეტის" ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. ამასთან, მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა.

ილია ენუქაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მხრიდან „სილნეტისთვის“ მინიჭებულმა მაღალმა შეფასებამ მაღალი ხარისხის ინვესტორების დაინტერესება გამოიწვია.

„გასულ წელს ჩვენი რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურზე გადავიდა, მაშინ როდესაც პანდემიის გამო გაურკვეველი მდგომარეობა და ასევე ქვეყანაში გაურკვეველი მარეგულირებელი გარემო იყო. პანდემია საკმაოდ წარმატებით გავიარეთ და საკმაოდ შთამდეჭდავი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რომელიც 2022 წელს გრძელდება. საკმაოდ კარგმა პროგნოზებმა, სტაბილურმა მაკროეკნომიკურმა გარემომ Moody’s-ს საშუალება მისცა, რომ საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურზე დაებრუნებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ამას უყურებენ და კითხულობენ Moody’s-ის და Fitch-ის რეიტინგებს, და ენდობიან რომ ისინი ჩვენი მდგომაროების სიღრმისეულ კვლევას ჩაატარებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ინვესტორების ბაზრის დივერსიფიკაცია მოგვეხდინა. ახლა 60-ზე მეტი ინვესტორი გვყავს და განაცხადი 70-ზე მეტმა ინვესტორმა გააკეთა. აქ საუბარია მხოლოდ აქტივების მართვის კომპანიებსა და ბანკებზე. კერძო კომპანიების მხრივ დიდი სამუშაო „თიბისი ბანკმა“ გასწია, რომელმაც ინვესტორების ძალიან დიდი ბაზა მოიტანა, რომლებიც ძირითადად დაკმაყოფილდნენ. JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსი ძალიან ბევრი მსხვილი კომპანიასა და ბანკისთვის მსხვილი ინდიკატორია იმის, რომ ეს ფასიანი ქაღალდი მისთვის საინტერესოა. ზოგიერთისთვის ეს მინიმალური ზღვარია, რომლის ქვემოთ ინვესტირებას არ აკეთებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი 300 მლნ დოლარზე ასვლა, რომელიც ინდექსში შესვლის ბილეთი იქნებოდა. ასევე გამოვუშვით ობლიგაცია ე.წ. 144A წესის მიხედვით, რომელიც ამერიკელ ინვესტორებს მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ამ წესით გამოშვებისას დიდი ყურადღება ექცევა კომპანიის შესწავლას და დოკუმენტაციის ხარისხს და ყოველ ამოსუნთქვას, რათა დააკმაყოფილო წესები, რომ ამერიკელი ინვესტორებისთვის ინვესტირებადი იყოს“, - განაცხადა ილია ენუქაშვილმა.

„სილქნეტმა“ ევრობონდებით $300 მლნ მოიზიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები