მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების ადმინისტრაციები მასწავლებლებს აცრისთვის რეგისტრაციაში დაეხმარებიან - სამინისტრო

6094db0372057
ინგა მურუსიძე
07.05.21 10:41
533
უქმეების პარალელურად, საქართველოს რეგიონებში სკოლის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად გრძელდება.

განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდინფიცირების თავიდან ასაცილებლად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია იმერეთისა და გურიის რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ, რომლებიც არა მხოლოდ კოლეგებს, მოსწავლეთა მშობლებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია დღეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ სკოლებში ვირუსით ინფიცირების რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდეს, შესაბამისად, ნაკლები იქნება სკოლებისა და კლასების დისტანციური სწავლებაზე გადასვლა.

"თავი რადგან მივიტანე კოვიდის გადატანის გარეშე აცრამდე, აწი დაცული მგონია თავი. შვილებისთვისაც უსაფრთხო ვიქნები, მადლობა სახელმწიფოს. ისევ ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდ, კარგი იქნება თუ ამას მასობრივი ხასიათი მიეცემა", - განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა აცრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. აცრის მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, თუმცა ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზადაა, მსურველებს პორტალზე დარეგისტრირებაში დაეხმარონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები