მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” გაიხსნა

BM.GE
09.05.22 09:36
725
გასულ უქმეებზე დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას' პრეზენტაცია გაიმართა. სკოლა მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზირებული, მისი მთავარი პარტნიორი კი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფია. 2021 წლიდან კოლეჯი ავტორიზებულია განათლების სამინისტროს მიერ და ახორციელებს ორ პროფესიულ პროგრამას: ფერმერი და რძის პროდუქტების წარმოება. გარდა ამისა, ფერმერებსა და მოყვარულებს კოლეჯი მოკლევადიან ტრენინგებსაც სთავაზობს. კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა.კოლეჯის ოფიციალური გახსნის ცერემონიას „საქმიანი დილის“ გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები