მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია: "ნოემბრის მოდის კვირეული, სავარაუდოდ, არ გაიმართება, რადგან სტუმრებს დაცვით ვერ ვატარებთ"

610565d457b84
თათია კაკიაშვილი
01.08.21 10:10
2667
"ნოემბრის მოდის კვირეული, დიდი ალბათობით, არ გაიმართება", - ამის შესახებ bm.ge-ის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ უთხრა. მისივე თქმით, ღონისძიების სავარაუდო გაუქმების მიზეზი საქართველოში 5 ივლისის მოვლენებია, რის გამოც უცხოელმა მყიდველებმა, მოდის დიზაინერებმა და ჟურნალისტებმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრეს.

„მოდის სფეროში ძალიან მრავალფეროვანი ადამიანები მუშაობენ. 5 ივლისის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდა და ამ სფეროს ბევრ წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა აღარ უნდა, ეშინიათ. ზოგი ფიქრობს, საერთოდ ღირს თუ არა საქართველოსთან თანამშრომლობა, იქნებიან თუ არა ისინი აქ უსაფრთხოდ. ნოემბრის Fashion Week-ს რაც შეეხება, დიდი ალბათობით არ გაიმართება, რადგან სტუმრებს დაცვით ვერ ვატარებთ, ეგეთი შემთხვევა ჩვენ ჯერ არ გვქონია“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.

სოფო ჭყონიას თქმით, სწორედ 5 ივლისის მოვლენების გამო, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი საკმაოდ დაზიანებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები