მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Software Development-ის სწავლაზე მოთხოვნა რეგიონებიდან ძალიან მაღალია“ – Skillwill

645b8b908ea81
ნანუკა ნარიმანიძე
10.05.23 01:00
888
ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიის Skillwill-ის პროგრამირების კურსებზე მოთხოვნა საქართველოს რეგიონებიდან ძალიან მაღალია, - ამის შესახებ აკადემიის მარკეტინგის კონსულტანტმა ნინო მოსიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„რეგიონებში პირადად ვიყავით ჩასულები და კომპანიაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, რამაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. დღემდე მიმდინარეობს ტურები და დავდივართ რეგიონებში, რადგან მოთხოვნა მაღალია და გვსურს ყველა მსურველს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. ამ ეტაპზე ყველა რეგიონიდან თანაბარი აქტიურობაა. ვინაიდან კურსები ონლაინ არის, ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან ყველა ადამიანისთვის“, - განმარტა მან.

ნინო მოსიაშვილმა კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურთ პროგრამირება მიმდინარე წელს 5000 ადამიანს ასწავლონ. 

„ძალიან სწრაფად ვიზრდებით, შესაბამისად გეგმებიც ძალიან დიდი გვაქვს, მიმდინარე წელს გვინდა 5000 ადამიანს ვასწავლოთ პროგრამირება, გარდა ამისა, აქტიურად ვამატებთ მიმართულებებს და კურსებს, ყოველთვიურად ემატება მოთხოვნადი მიმართულებები. სამომავლო გეგმებშია უცხოურ ბაზარზე გასვლაც, გვინდა არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელებსაც ვასწავლოთ პროგრამირება, აკადემიაში ამაზე მუშაობა აქტიურადაა დაწყებული“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ყველაზე მოთხოვნადი საბაზისო კურსი 7- თვიანია და კურსის განმავლობაში სტუდენტი პროგრამირებას საბაზისო დონეზე სწავლობს. მეორე ყველაზე მოთხოვნადი კურსი კი 3- თვიანია, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც უკვე აქვთ საბაზისო ცოდნა და უფრო მეტის შესწავლა სურთ პროფესიაზე.

ცნობისთვის: დღესდღეობით, Software Development-ი როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. სექტორი მაღალანაზღაურებადია, სფეროსადმი დაინტერესება დიდია, ხოლო კადრების მოთხოვნა ხშირად ვერ აკმაყოფილებს მიწოდებას, სწორედ ამიტომ Skillwill-ი სტუდენტებს პროგრამირებას ასწავლის. Skillwill-მა გასულ წელს დაიწყო ფუნქციონირება და დღეს უკვე 1500 სტუდენტი ჰყავს, რომელმაც გაიარა კურსი და დაასრულა სწავლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს. სტუდენტები კი ყველა საჭირო მასალას მიიღებენ, დაესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და ჩაუტარდებათ რბილი უნარების ტრენინგები. ასევე, ყველა სტუდენტს ექნება ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე წვდომა. ყველა კურსის ღირებულება 599 ლარია და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დასწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები