მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს

5e91a8dc7a7f7
შოთა ტყეშელაშვილი
11.04.20 15:07
1455
სომხეთში COVID-19-ის საპასუხოდ შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გახანგრძლივების შესახებ მიმართონ. 

აღნიშნული ცვლილების დამტკიცება მომდევნო კვირაში უნდა მოხდეს. 

სომხეთში დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 13-ს შეადგენს. 

გუშინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტიგრან ტოროსიანმა მედიადთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები