მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის აღდგენას სექტემბრამდე არ აპირებს

5ea87130229c6
თამთა ჯიჯავაძე
28.04.20 22:05
909
სომხეთი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის აღდგენას მიმდინარე აკადემიურ წელს არ აპირებს. ამის შესახებ სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუტიუნიანმა განაცხადა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამის ნაცვლად, სასწავლო დაწესებულებები 1 სექტემბრამდე ერთი კვირით ადრე დაიწყებენ მუშაობას და დამატებითი გაკვეთილები შაბათობით სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში გაიმართება.

ამასთან, მინისტრის თქმით, მეოთხე და მეცხრე კლასელებისთვის გამოცდები არ ჩატარდება. ასევე არ ჩაუტარდება გამოცდები უმაღლესის სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებსაც. საბოლოო შეფასებები კი 15 მარტამდე მიღებული ნიშნების მიხედვით გამოითვლება.

უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები ივლისის დასაწყისში გაიმართება, თუმცა, ყველანაირი ანტი ეპიდემიური წესების დაცვით. არ იქნება ზეპირი გამოცდები. მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო უფრო მეტ დეტალს 30 აპრილს ან 1 მაისს მიაწვდის საზოგადოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები