მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი თურქეთთან საბაჟო გამშვები პუნქტის დაჩქარებულ რეჟიმში მშენებლობას გეგმავს

644293fc88062
მარიამ ვარადაშვილი
21.04.23 18:37
907
სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე თურქეთ-სომხეთის საზღვარზე გამშვები საბაჟო პუნქტის მოწყობის საკითხი დაამტკიცა. კერძოდ, მთავრობამ საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობისთვის წინასწარი მოსამზადებერლი სამუშაოებისა და ხარჯების საკითხი განიხილა.

თურქეთმა სომხეთთან საზღვარი მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ, 1993 წელს ჩაკეტა. ბოლო 30 წლის მანძილზე საზღვარი ნაწილობრივ ორჯერ თებერვალში გაიხსნა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვირის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ორმა ქვეყანამ არაერთი განცხადება გააკეთა ორმხრივი ურთიერთობების დალაგების მზაობის შესახებ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები