89 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ზიანი ევროზონის ეკონომიკისთვის იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ხალხს ჰგონია და არც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება იქნება მარტივი.
Soros Fund Management LLC-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი შესაბამისად ვერ შეაფასებს კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებს, ეკონომიკის გადარჩენა გართულდება.
„ეს თეორიული შესაძლებლობა კი არა, სამწუხარო რეალობაა“, – აცხადებს სოროსი.
მისი თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საკრედიტო რეტინგის “AAA” დონეზე შესანარჩუნებლად.