მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოროსი ნაციონალისტებთან და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად $1 მლრდ–ს დახარჯავს

5e2a9c0ab0003
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 11:50
1132
მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ გეგმავს გამოყოს 1 მილიარდი აშშ დოლარი, გლობალური უნივერსიტეტის დასაარსებლად, რათა ებრძოლოს ავტორიტარულ მთავრობას და კლიმატურ ცვლილებებს. როგორც მილიარდერი აღნიშნავს, ეს ის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ცივილიზაციას ემუქრება.

მილიარდერმა მსოფლიო სწავლებისა და კვლევების საერთაშორისო პლატფორმა Open Society University Network-ი დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში შესთავაზა. ამის შესახებ გავლენინი ორგნიზაცია Bloomberg-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უნივერსიტეტი ამოქმედდება სოროსის მხარდაჭერით და Central European University-ის და Bard College-ის პარტნიორობით.

ჯორჯ სოროსი თავის მოხსნებაში ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აშშ-ს ეკონომიკა, Facebook-ის დომინანტობა, ავტორიტარული ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

სოროსმა Facebook-ი და ტრამპი თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთის დასაცავად მაქსიმუმს გააკეთებენ. "Facebook-ი ტრამპს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებაში დაეხმარება, ხოლო ტრამპი მუდამ დაიცავს Facebook-ს", – ამბობს სოროსი.

სოროსმა თავის მოხსენებაში ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გავლენას ახდენს თავის ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან უნდა, ისინი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

მან ასევე გააკრიტიკა ტექნიკური გიგანტები – Google-ი და Facebook-ი, ისინი აზარტული თამაშების კომპანიებს შეადარა და საზოგადოებას სპეციალური რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა სოროსმა დახურა თავისი ჰეჯ–ფონდი და ახალა 25–მილიარდიანი Soros Fund Management-ი მეტწილად ემსახურება ფილანტროპიულ მიზნებს მსოფლიოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები