მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სპილოუ“: 2020 წელს ევროპაში 1 კგ ამანათის გაგზავნა ₾80 ლარი გვიჯდებოდა, ახლა - ₾150-200

6202981029847
ლიკა გურაბანიძე
13.02.22 19:40
980
“საჰაერო ლოგისტიკის ხარჯი ძალიან გაიზარდა - თუ 2020 წელს ევროპის მიმართულებით 1 კგ ამანათს 80 ლარად ვაგზავნიდით, ახლა იგივე სერვისი საშუალოდ 150-200 ლარი გვიჯდება, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს”, - ამის შესახებ bm.ge-ს “სპილოუს” თანადამფუძნებელმა სოფო ჩხაიძემ პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გაძვირებული ლოგისტიკა მომხმარებლის დაკარგვის მიზეზიც გამხდარა.

“საჰაერო ლოგისტიკის ფასები იმდენად გაზრდილია, რომ ეს პროდუქციის საბოლოო ფასზე აისახება, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს და დაგვიკარგავს კიდეც შეკვეთები. ბუნებრივია, ეს გვაზარალებს“, - თქვა სოფო ჩხაიძემ და პრობლემებზე საუბრისას იმპორტირებულ ნედლეულზე გაზრდილი ფასებიც გამოყო.

„ნედლეულის ძირითადი საიმპორტო ბაზარი თურქეთია, საიდანაც მოწოდებული პროდუქცია 80-90%-ით გაგვიძვირდა. საბავშვო სამოსს ორგანული ბამბის ქსოვილებით ვკერავთ, რისი გაძვირებაც ჩვენზე კატასტროფულად აისახება. ამ ეტაპზე მარაგები გვაქვს და ფასს ჯერ არ ვზრდით, მაგრამ უახლოეს მომავალში მოგვიწვეს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები