მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტის ბიუჯეტს მთავრობა 30 მლნ ლარით ზრდის

60f0006d7f796
ინგა მურუსიძე
15.07.21 22:00
632
2021 წლის ბიუჯეტის კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, კულტურის და სპორტის მიმართულებით, დაფინანსება 31 მლნ ლარით იზრდება. 

„დამატებული ბიუჯეტიდან 30 მლნ არის სპორტის დაფინანსება, საიდანაც 15 მლნ ლარი ემატება პროგრამას, რომლითაც ხდება ჩვენი სპორტსმენების დაჯილდოება. საუბარია საერთაშორისო ასპარეზობაში კონკრეტული ადგილების დაკავების შემთხვევაში თანხის გადახდაზე, მათ შორის თითოეული სპორტსმენისთვის და ფედერაციისთვის, ასევე საექიმო პერსონალისთვის და ა.შ. რაც მიღწეული წარმატებები აქვთ ჩვენს სპორტსმენებს, დაახლოებით 14 მლნ ლარზე მეტი არის ასანაზღაურებელი. შეიძლება ამ კუთხით ბიუჯეტის დამატების აუცილებლობა გაჩნდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის კორექტირებულ დოკუმენტს განიხილავდნენ.

შეგახსენებთ: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე გამგზავრების წინ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები