მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sports Media Holding-ი (SMH) გლობალური IGaming ორგანიზაციის SBC Gaming-ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდა

60b5dac01bb0a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 11:15
1354
Sports Media Holding (SMH) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული IGaming ორგანიზაციის, SBC Gaming - ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.

თავად SBC Gaming-ი ბრიტანეთში დაფუძნებული გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც IGaming ინდუსტრიაში უმაღლესი რეპუტაციით სარგებლობს. ყოველივე ამას მოწმობს მისი ეგიდით ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ყველა კონტინეტზე აღნიშნულ ბიზნეს სექტორში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს.

SBC-ს პორთფელში რამდენიმე ბიზნეს მიმართულებაა თავმოყრილი: SBC News - წამყვანი B2B ონლაინ გამომცემლობა გეიმინგში, SBC Awards - პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოება, SBC Events - ინდუსტრიის წამყვანი სამიტები და კონფერენციები.

“ჩვენ წლებია, რაც SMH-თან რამდენიმე მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ და ჩავთვალეთ, რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალ აზიაში იქნება სწორედაც, რომ SMH-ი.

შესაბამისად, ვანდობთ მას ჩვენ ბრენდს და შევუქმნით ყველა საჭირო პირობას წარმატებული საქმიანობისთვის“, - აცხადებს SBC Gaming - ის დამფუძნებელი რასმუს სომიაკი.

“SBC Gaming-თან მჭიდრო ბიზნეს პარტნიორობა საერთაშორისო ბაზარზე SMH -ის მაღალ რეპუტაციას და სანდოობას ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ ასეთი მაშტაბური და სტრატეგიული პარტნიორობა SBC Gaming - თან შედგა, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. საკმაოდ დიდი გამოწვევა ჩვენი კომპანიისთვის SBC CIS - ის (25 ქვეყანა) ბიზნესის წარმატებით განვითარება და მართვაა, რაც საკმაოდ კომპლექსური და ამავდროულად ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა Sports Media Holding (SMH) - ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა.



აღსანიშნავია, რომ Sports Media Holding (SMH) 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა და iGaming-ისა და სპორტული მედიის დეველოპმენტის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რეგიონში წამყვან ორგანიზაციას (EE & CIS) წარმოადგენს.

5 წლის მანძილზე კომპანია წარმატებით ურთიერთობს რეგიონის ლიდერ iGaming და სპორტული მედიის კომპანიებთან ბიზნეს სტრატეგიის, ახალ ბაზარზე შესვლის, ბიუჯეტის დაგეგმარება/მართვის, მედია სპონსორშიპების და სხვა მიმართულებით.

მიმდინარე წლის დასაწყისში ხელი მოეწერა მსხვილ M&A პროექტს ქართულ და ირლანდიურ მედია კომპანიებს შორის, რომლის ინიციატორი და მედიატორი Sports Media Holding (SMH) - ი იყო. Adjarasport - მა ირლანდიური მედია ჰოლდინგის, Setanta Sports - ის ბიზნესის ევრაზიული ნაწილი (13 ქვეყანა) შეიძინა.

“საქართველოს ისტორიაში აღნიშნული ტრანზაქცია იყო პირველი პრეცენდენტი, როცა ადგილობრივმა მედია კომპანიამ საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი შეისყიდა.

ლოგიკური იყო აჭარასპორტის დაინტერესება „სეტანტა ევრაზიის“ შეძენის შესაძლებლობით, გამომდინარე იქიდან რომ „აჭარასპორტი“ რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე ინოვაციური სპორტული ბროდკასტერია.

SMH-ი რჩება „აჭარასპორტის“ ბიზნეს პარტნიორად ყაზახეთში და მასთან ურთიერთობას უზბეკეთსა და ბალტიის ქვეყნებში აფართოებს.

SMH-ი ასევე Setanta Sports-ის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ამჟამად, აქტიური მუშაობა რუსეთის ბაზართან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე აქტიურად განიხილება ბრაზილიაც”, - აღნიშნა SMH - ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა. 



ცნობისთვის: Setanta Sports-ი 1990 წელს ირლანდიაში დაფუძნდა და 30 წლის განმავლობაში მან წარმატებული ბიზნეს საქმიანობა აწარმოა სპორტის ბროდკასტინგის მიმართულებით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მხოლოდ ლათინური ამერიკის გამოკლებით.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები