თუკი აქამდე, პრემიუმ ტარიფის სტანდარტული ფასი თვეში 5 დოლარს შეადგენდა, მას სამი ახალი ტარიფი ემატება - ესენია დუო ტარიფი ორი მომხმარებლისთვის - 6.5 დოლარი; საოჯახო ტარიფი - 8 დოლარი, მაქსიმუმ ექვსი მომხმარებლისთვის; სტუდენტური ტარიფი - 2.5 დოლარი, ერთი მომხმარებლისთვის.
Spotify ქვეყნების მიხედვით პრემიუმ მომხმარებელთა სტატისტიკას არ ასაჯაროებს. კომპანიას ჯამში 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მათგან 188 მილიონი პრემიუმ პაკეტს იყენებს.
2022 წელს Spotify-ის შემოსავალი 21%-ით, 11.72 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ამავე წელს კომპანიას 182 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა.
Spotify-ის მონაცემთა ბაზაში 100 მილიონი სიმღერა/მუსიკა არის გაერთიანებული.
ცნობისთვის, Spotify 2006 წელს, შვედმა ანტრეპრენერმა დანიელ ეკმა დააფუძნა, ის დღემდე კომპანიის CEO-ს პოსტს იკავებს.
