მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 40% - NCDC

61ced9184a42f
ინგა მურუსიძე
31.12.21 15:03
655
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი, რაც >18 ასაკის მოსახლეობის 44.9%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 40.0%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს, ხოლო 30 დეკემბერს აიცრა 5 532 ადამიანი.

შეგახსენებთ: ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედბით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელი მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო, თუმცა ბოლო 2 თვეა, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ამ მაჩვენებელს ქვეყანა ვერ მიაღწევდა, ვინაიდან იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები