მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრული აკრძალვიდან 3 წელი - რა ხდება პოლიეთილენის პარკების ბაზარზე?

BM.GE
22.12.22 13:16
326
2021-2022 წწ-ში შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული პარკების განადგურების 54 და 2 უკან გაბრუნების ფაქტი აღრიცხა. თბილისის მერიამ კი პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე 60-მდე ობიექტი დაჯარიმდა. ჯარის მოცულობა 50-დან 60 ათას ლარამდეა. გასულ თვეში „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2020-2021-ში სულ 200-ზე მეტი ობიექტი, ჯამში 1 მლნ ლარამდე თანხით დაჯარიმდა. მერიაში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამ ეტაპზე პოლიეთილენის პარკების ამოღება განსაკუთრებით პრობლემურია მცირე ტიპის სავაჭრო ობიექტებიდან, ბაზრებისა და ბაზრობების ტიპის სავაჭრო ცენტრებიდან, სადაც მონიტორინგი ნაკლებადაც ხორციელდება. 

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს და მათი მონიტორინგის შედეგებს, მათ უშუალოდ საწარმოების კონტროლი ევალებათ, რომლის ფარგლებშიც ოქტომბერში თბილისსა და რეგიონებში, 28 ობიექტი შეამოწმეს საიდანაც 9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. შედეგად 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს. 4 საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ იყო შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. ინსპექტირების შედეგად, 15 საწარმოში დარღვევა არ დაფიქსირდა.

სტუმარი: მელიტა ტყაბლაძე - აა პლასტი, იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები