მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა

62f49be554f29
BM.GE
11.08.22 10:00
3590
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა.

თორნიკე კორძაია არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე თორნიკე კორძაია ხელმძღვანელობდა სს „თიბისი ბანკის“ საცალო, მცირე და საშუალო საბანკო საქმის ფინანსების დეპარტამენტს, ხოლო მანამდე „თიბისი კაპიტალში“ კვლევების სამსახურს.

თორნიკე კორძაია ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის, საიდის ბიზნეს სკოლის (University of Oxford, Saïd Business School) მაგისტრის ხარისხს და არის CFA ჩარტერის მფლობელი.

"მინდა მივესალმო თორნიკეს ბანკის ტოპ მენეჯმენტის გუნდში შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცდილებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის განვითარებასა და მიზნების მიღწევაში. განსაკუთრებით, ლიბერთის ტრანსფორმაციისა და უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების პროცესში. წარმატებას ვუსურვებ თორნიკეს და მენეჯმენტის გუნდს", - ამბობს ლიბერთის გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი.

"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისათვის. მჯერა, რომ ლიბერთის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

ამ ხანმოკლე, გაცნობით პერიოდში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი გუნდის პროფესიონალიზმმა და სამუშაო კულტურამ, რაც მყარი საფუძველია იმისათვის, რომ ერთად მივაღწიოთ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს და ვიზრუნოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა თორნიკე კორძაიამ. 

"ლიბერთი ბანკი", ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები