Stack-მა რამდენიმე თვის წინ ინტერნეტბრაუზერის შესაქმნელად ახლი ტექნოლოგია შეიმუშავა და ახლახან მისი გამოყენებით ახალი პროდუქტი გამოუშვა: Stack NEXT პირველი კოლაბორაციული ბრაუზერია, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს - ამბობს "სთექის" დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.
დამფუძნებლებმა ბრაუზერის ახალი ვერსია დღეს Product Hunt-ზეც განათავსეს, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე ინოვაციური პროდუქტების გამოვლენა ხდება ხმის მიცემის გზით.
"როგორც იქნა, სირთულეებით და გაურკვევლობებით სავზე 12 თვის შემდეგ ვლანჩავთ ჩვენივე შექმნილი ტექნოლოგიის ბაზაზე აშენებულ ახალ სთექს. ნახეთ როგორ გამოიყურება ახალი სთექი და დაგვეხმარეთ რომ მივწვდეთ მთელ მსოფლიოს!" - წერს Facebook-ის პირად გვერდზე "სთექის" დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.
კოლაბორაციული ბრაუზერის გამოშვებასთან ერთად, Stack ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის და მომხმარებელს NFT-ის კოლექციას სთავაზობს.
NFT არის ვირტუალურ სამყაროში ნებისმიერ ტიპის აქტივის ფლობის და ვერიფიკაციის უნიკალურ შესაძლებლობა. სთექი კი NFT-ის პრემიუმ ლიცენზიის გაყიდვისთვის იყენებს, რაც ასევე ინოვაციაა კრიპტო და WEB3 სივრცეში.
კოლექცია შედგება 4242 უნიკალური ხომალდისგან, რომელიც მფლობეს დესკტოპზე კურსორადაც შეუძლია დააყენოს.