მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stadler -ი „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ორსართულიანი მატარებლების კაპიტალურ რემონტს უზრუნველყოფს

შტადლერის მატარებელი

Stadler -ი საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი  Stadler -ის წარმოების ოთხი მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები შვეიცარიაში, შტადლერის  ქარხანასაც სტუმრობდნენ.

„მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების ოთხი მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს.   მხარეებმა მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს“ - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა დაუჯდება კომპანიას Stadler -ის მომსახურების მიღება უცნობია.

„საქართველოს რკინიგზამ” Stadler -ის წარმოების 4 ერთეული ორსართულიანი მატარებელი 2016 წლის გაზაფხულზე 40 მლნ ევროდ შეიძინა. თბილისი-ბათუმის რეისზე მატარებლებმა მოძრაობა 2016 წლის ივლისიდან დაიწყეს. 

2017 წლიდან განიხილებოდა  Stadler Rail AG-ის მიერ თბილისში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობაც. Stadler-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანიას საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები უნდა შეესწავლა. საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის  მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში 3 შესაძლო ადგილი განიხილებოდა.  ამ დრომდე პროექტი აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები