15-წლიანი ოპერირების შემდეგ, Starbucks-ი რუსეთის ბაზარს დატოვებს და შეუერთდება კომპანიებს: McDonald's, Exxon Mobil და British American Tobacco, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან გადიან. ამის შესახებ cnbc-ი წერს.
შესაბამისი განაცხადი კომპანიამ დღეს გააკეთა.
გამოცემის ცნობით, Starbucks-ი რუსეთში 130 ლოკაციაზე ფლობდა ობიექტს, საიდანაც წლიური შემოსავალი 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
Starbucks-მა ასევე განაცხადა, რომ 2000 რუს თანამშრომელს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ანაზღაურებას გადაუხდის.