„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით 10-12 დეკემბერს, ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება. სამ დღიანი ღონისძიება აერთიანებს 5,000-ზე მეტ მონაწილეს, 100-ზე მეტ სპიკერს და სტარტაპებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიება სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრის - Startup World Cup-ის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს.
ვირტუალურ შეჯიბრებრებაში მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები ევროპისა და აზიის 50-მდე ქვეყნიდან. ფინალამდე, შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრეინინგების და მენტორინგის სესიებს, სილიკონ ველის ექსპერტებთან. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვდება და გამარჯვებისთვის იბრძოლებს, სადაც საპრიზო ფონდი 1 000 000 დოლარს შეადგენს.
შეჯიბრის გარდა, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციაზე სამი დღის განმავლობაში, სტარტაპ გამოფენაზე (Startup Showcase) მიიღონ მონაწილეობა, ევროპა-აზიის წამყვანს სტარტაპებთან ერთად, დაამყარონ ახალი კავშირები სხვა ქვეყნის სტარტაპებთან და გაიზიარონ მათი გამოცდილება, გააცნონ პროექტები ღონისძიებაში მონაწილე 5 000-მდე დელეგატს, მაშ შორის, წამყვან ინვესტორებს და ვენჩურულ ფონდებს, დაგეგმონ მათთან შეხვედრები და წარუდგინონ პროექტები.
სტარტაპებს Startup World Cup-ის შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 3 დეკემბრამდე შეუძლიათ, ხოლო Startup Showcase-ზე მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენა 8 დეკემბრამდე ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.startupgrind.ge