მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი "ქეთოს" დუშეთში მცირე საწარმოს მოწყობას გეგმავს

628dd0bc1d4fa
მარიამ იზორია
29.05.22 23:23
1094
25-მდე დასახელების მურაბებისა და ჯემების მწარმოებელი სტარტაპი „ქეთოს“ დუშეთში მცირე საწარმოს მოწყობას გეგმავს.

სტარტაპის დამფუძნებელი ქეთი მელაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ დუშეთში მიწა უკვე შეიძინეს და მცირე საწარმოც ააშენეს, მომავალი წლიდან კი ინვესტიციის მოზიდვის შემდგომ სივრცის საჭირო დანადგარებით აღჭურვას დაიწყებენ. მისივე თქმით, გასულ წელს 5000 ქილა პროდუქტი აწარმოა, მაღალი მოთხოვნის გამო კი წელს 20 000 -მდე ქილის წარმოებას აპირებს.

„ვამზადებ სხვადასხვა სახეობის მურაბებსა და ჯემებს. განსაკუთრებული პოპულარობით წიწაკის ჯემი კომშით და მწვანე წიწაკის ჯემი ფეიხოათი სარგებლობს. ამასთან, ისეთი იშვიათი სახეობები მაქვს, როგორიც არის ატმის მურაბა როზმარინით, ჟოლოს მურაბა ტარხუნით. ნედლეულის ძირითად ნაწილს ვყიდულობ, თუმცა ალუბალი, ლეღვი თავად მომყავს და საკუთარ წარმოებას ვიყენებ.

სამომავლოდ დუშეთში მცირე საწარმოს მოვაწყობ. უკვე მიწა შევიძინე. მინდა ადგილობრივები დავასაქმო, იქვე დავრგო სხვადასხვა ხილის ხე და საკუთარი ნედლეულიც მქონდეს. ჩემი წიწაკის ჯემები, ვარდისა და კაკლის მურაბა საფრანგეთში იყო წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ თბილისის სრულად ათვისების შემდეგ პროდუქტს ექსპორტზეც აუცილებლად გავიტან, ეს ჩემი მთავარი გეგმაა“ - ამბობს ის.

ცნობისთვის: „ქეთოს“ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. სტარტაპის პროდუქცია თბილისში 15 ობიექტში იყიდება. „ქეთოს“ პროდუქტების ფასი 5 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები