მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქია რაჭაში

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო ღონისძიებების შედეგად კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დღის

როგორც BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დღეს სამძებრო-სამუშაოების შედეგად 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ. 

შოვში, სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კი მესამე დღეა მიმდინარეობს. დღეს დილიდან სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. სტიქიის ზონიდან, ამ დრომდე 210 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, 

შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყანაში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები