Stoli Vodka მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიუმ-კლასის ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც განსაკუთრებული გემო, ხარისხი და არომატი გამოარჩევს, რის გამოც, ის წლებია ქართულ ბაზარზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
„სტოლი“ უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შექმნილი ევროპული არყის ბრენდია, რომელიც ლატვიაში, რიგის ქარხანაში იწარმოება.
Stoli Vodka უმაღლესი ხარისხის „ალფა“ კლასის სპირტისა და ინგრედიენტებისგან მზადდება, რომელთაც კომპანია სლოვაკეთიდან იღებს; ბოთლები პოლონეთსა და ესტონეთში იწარმოება; Stoli-ს ეტიკეტებსა და თავსახურებს კი უკრაინაში, იტალიასა და ლატვიაში ამზადებენ.
Stoli Group-ი მსოფლიოს 176 ბაზარზეა წარმოდგენილი და 200-მდე სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ქართულ „გაგრა პლუსთან“. ბრენდი გლობალური ჰოლდინგის, SPI Group-ის მფლობელობაშია, რომლის მესაკუთრეც რუსეთში დაბადებული ებრაელ-ბრიტანელი ბიზნესმენი, იური შეფლერია.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირების გამო, 2000 წელს იური შეფლერმა რუსეთის ფედერაციის სამუდამოდ დატოვების და ევროპაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, Stoli Vodka-ს საწარმოო ქარხანამ კი რიგაში გადაინაცვლა.
SPI Group-ი საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიაა, რომელსაც არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთსა და არგენტინაში აქვს ქარხნები, სადაც 380 დასახელების ღვინო და სპირტიანი სასმელი იწარმოება.
უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გარდა, Stoli-ს ღირებულებები და პრინციპებიც გამოარჩევს. 24 თებერვალს რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, იური შეფლერის კომპანიამ ბოიკოტისა და პროტესტის ნიშნად, არყის რუსული წარმოშობის სახელწოდების - Stolichnaya-ს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და რებრენდინგის შედეგად SPI Group-ის პრემიუმ-ხარისხის არყის სახელწოდება Stoli Vodka გახდა.
გარდა ამისა, SPI და Stoli აქტიურად იღებენ მონაწილეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ კამპანიაში და მუდმივად გზავნიან ჰუმანიტარულ ტვირთს მათ დასახმარებლად.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა იური შეფლერმა, Stoli-სა და SPI Group-ის მფლობელმა.