ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "სტორი 1 ჰესის" მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება.
ჰესი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორზე მდებარეობს. სამინისტროს ცნობითვე, უშუალოდ სადგურის მშენებლობის პროცესში 130 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც ბევრი ადგილობრივია, სადგურის წლის ბოლომდე ჩაერთვება ერთიანი ენერგეტიკულ ქსელში.
ჰიდროსადგურის დადგმული ჯამური სიმძლავრე 33.6 მგვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 150 მლნ კვტ/სთ. უწყების ცნობითვე, სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 45 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
"სტორი 1 ჰესს“ შპს სტორი აშენებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი გიორგი ანუაშვილია, კომპანიის 95%-ს ვაჟა ციგროშვილი, 5%-ს კი ბეჟანი ანუაშვილი ფლობს. „სტორი 1 ჰესის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2018 წლის მაისში გასცა.