მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდიას ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანიაც მიიღებს - მინისტრი

5f06e4a467d68
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 13:30
1085
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურა" სახელმწიფოს მიერ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე გამოყოფილ სუბსიდიას სხვა კომპანიების მსგავსად მიიღებს.

ამის შესახებ მან BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის მიერ ბაზარზე ჭარბი ყურძნის არსებობის შემთხვევაში, მისი შესყიდვის ღირებულებას ეხებოდა.

„ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო კომპანია იმოქმედებს იგივე საბაზრო პრონციპებით, რომლითაც სხვა ბიზნეს ოპერატორები მოქმედებენ, ანუ ისიც მიიღებს სუბსიდიის თანხას თუ გადაიხდის 80 თეთრს და მეტს. შესაბამისად, წლევანდელ რთველზე მინიმალური სტანდარტი იქნება მინიმუმ 80 თეთრი ერთ კილოგრამ ყურძენზე“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას? - მინისტრის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები