მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი “ტერაბანკისგან”

61540e688004c
BM.GE
29.09.21 10:53
602
მომხმარებელს „ტერაბანკში“ უკვე სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღება შეუძლიათ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს, ბანკი აქტიურად ჩაერთო.

პროგრამის პირობების მიხედვით, მომხმარებელი, რომელსაც 3 ან მეტი შვილი ჰყავს, ბავშვი 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შეეძინებათ, ან შვილად აიყვანენ მას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ. სესხის აღება შესაძლებელია როგორც დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ ან ასაშენებელ პროექტებში, ისე კერძო პირისგან ბინის ან სახლის შესაძენად. სესხი სახლის აშენებისა და რემონტის მიზნითაც გაიცემა.

სახელმწიფო მსესხებელს სესხზე დარიცხულ პროცენტს 60 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. თუ მას შვილი 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა, პროგრამის დაფინანსება სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% (არაუმეტეს 6%) იქნება. იმ შემთხვევაში კი, როცა მსესხებელს 3 ან მეტი შვილი ჰყავს, პროგრამა მას სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებულ 1,5%-ს (არაუმეტეს 8%) დაუფინანსებს.

მომხმარებელს იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა როგორც ხელფასის, იჯარისა და გზავნილების, ისე საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლიათ.

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და, ამავდროულად, კარგ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბინის შეძენით ან მშენებლობით არიან დაინტერესებულები“, - აღნიშნავენ „ტერაბანკში“.

იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა ერთხელაა შესაძლებელი და მისი ოდენობა მაქსიმუმ 200 000 ლარია. სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები