სწრაფი კვების ქსელს Subway-ის გაყიდვების გასაზრდელად მენიუში ცვლილებები შეაქვს და ამასთან, მილიონამდე სენდვიჩის უფასოდ გაცემას გეგმავს აქციის ფარგლებში, რომელიც 13 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, ეს ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებებია Subway-ის არსებობის მანძილზე. კერძოდ, მენიუში შეტანილი იქნება იტალიური სამზარეულოს ელემენტები და ბურგერისთვის განკუთვნილი პური კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, ასევე დაემატება სენდვიჩისთვის განკუთვნილი ""ახალი არომატებით, ხოლო სენდვიჩებისთვის განკუთვნილი ლორი შებოლილი იქნება.
აღსანიშნავია, რომ Subway-ის გაყიდვები ბოლო 15 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგალითად, თუ კომპანიას 2013 წელს $12.3 მილიარდის გაყიდვები ჰქონდა, გასულ წელს ბრენდის გაყიდვებმა მხოლოდ $8.3 მილიარდი შეადგინა.
გამოცემა წერს, რომ სწრაფი კვების ქსელს საკუთარი აპლიკაციის დახვეწაზე მუშაობს, საიდანაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს სასურველი საკვების შეკვეთას. რაც შეეხება პროდუქციის მიწოდების სერვისს, კომპანია ამ კუთხით პარტნიორობას DoorDash-თან გეგმავს.