სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოიკითხა. როდის იყო ფარცხალაძე სუს-ში ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.
მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას მიერ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ, ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.