მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sweeft Digital-ი აკადემიის გახსნას გეგმავს

627fd320f2411
სალომე ჭიპაშვილი
14.05.22 20:55
1843
IT კომპანია Sweeft Digital-ი ივლისის ბოლოსთვის Sweeft-ის აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი ისაკაძესთან „ბარში“ სტუმრობისას კომპანიის თანადამფუძნებელმა ვაკო თურნავამ ისაუბრა.

„ეს პროექტი მოკლე ვადაში ბიზნესურად მომგებიანი არ იქნება, თუმცა აკადემიის გახსნით ჩვენ დაახლოებით 1000-მდე დეველოპერის გადამზადებას და მათთვის ყველაფრის 0-დან სწავლას შევძლებთ“, - აღნიშნა ვაკო თურნავამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია Making Science-მა შეიძინა. როგორც კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელი ვაკო თურნავა ამბობს, Making Science საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Sweeft Digital-თან დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე დეველოპერს დაასაქმებს.

ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა.

Sweeft Digital-ის განვითარება 2017 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ტექნოპარკში დაიწყო, სადაც 4 ჯუნიორ დეველოპერი იყო დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია 196 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები